|
2023-12-15 18:41:26, 911 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება
ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ ასევე აიცილა მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება და ამასთან ერთად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა. „მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებს ელჩებს - ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს და მივიღე მათი მილოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ერთიან მმართველ გუნდს, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)