|
2023-12-15 14:20:34, 673 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტზე - გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი
სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს, ეს არ ვიცი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზიემო ღონისძიებაზე ხალხისთვის თავის მოსაჩვენებლად მიდის. "ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს, მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს, ეს არ ვიცი", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, დღეს სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა. ამასთან, გუშინ, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, "თუ არადა, ხალხში იქნება".
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)