|
2023-12-15 10:02:52, 892 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - ისტორიული მომენტია ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის
შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ. "გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს და მათ ხალხს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებულ ამბიციებში წარმატების მისაღწევად. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამოიყენონ იმპულსი, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)