23:16 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 16:32:34, 1552 ნახვა

ომი უკრაინაში
კამერონი - უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის საშობაო საჩუქარი იქნება

აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერფენციაზე განაცხადა.

კამერონის თქმით, თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, "დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება", ერთი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო მეორე - ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

"ჩვენ მათ [უკრაინელებს] უნდა დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ვინმე თუ წააგებს, ეს პუტინი იქნება. თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება, ერთი პუტინი, ხოლო მეორე სი ძინპინი პეკინში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომელიმე ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო", - განაცხადა დევიდ კამერონმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. 

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics