|
2015-02-11 10:11:51, 1225 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტზე, თბილისში მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი გიორგი ს. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს. ავტოსამრეცხაოს და საავტომობილო ზეთების მაღაზიის მფლობელი და დირექტორი იყო. მან ერთ-ერთ ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება და სამუშაო ადგილზე დააყენა ბანკის პოს-ტერმინალი. 2014 წლის 14 ოქტომბერს ტერმინალის საშუალებით ჩატარებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 9 საბანკო ოპერაციის მცდელობა, რომელთაგან წარმატებულად 2 განხორციელდა. საბანკო ოპერაციების მცდელობა ჩინეთის რესპუბლიკის 1 პლასტიკური ბარათის და ამერიკის შეერთებული შტატების 8 პლასტიკური ბარათის მონაცემებით ჩატარდა. წარმატებით განხორციელებულმა საბანკო ოპერაციებმა ჯამში 13 000 ლარი შეადგინა. წარმატებით განხორციელებული ორი ტრანზაქციიდან ერთ შემთხვევაში განაღდებული იქნა 4 200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 8 800 ლარი. დადგინდა, რომ პლასტიკური ბარათები, საიდანაც თანხები მოიხსნა, რეალური მფლობელების მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული. ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აღნიშნულ ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)