11:23 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 13:39:51, 836 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - EU-ში გაწევრიანება რთული პროცესია - ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას მოითხოვს

ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია, ის მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართელოსი ერთ-ერთ მთავარდ გამოწვევად კვლავ პოლარიზაცია რჩება.

"თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის ერთ-ერთი შეთავაზებული ნაბიჯი იმ 9 პუნქტიდან, რომელიც ევროკომისიამ გასცა იმ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის ეს პოზიტიური რეკომენდაცია დადასტურებული იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

ევროკავშირი, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ეს 9 ნაბიჯი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან დასაკარგი დრო არ არის. ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს ვნახავთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ის მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას. პოლარიზაცია, როგორც უკვე გამოიკვეთა, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში. თუ გადავხედავთ ევროკომისიის 9 ნაბიჯს, პოლარიზაცია არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. რა არის გასაკეთებელი - ყველამ უნდა იმუშაოს ერთად, ყველამ უნდა შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური როლი, რათა საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics