11:22 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 18:24:59, 845 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას

ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.

„რაც აქ ვიდექი, ერთი სიტყვა არ მითქვამს შეურაცხმყოფელი, ქალბატონო თინა,  თუმცა, თქვენ ჩვეულ რეჟიმში თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფა, რასთან მიმართებითაც პირდაპირ გეტყვით: ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა,  დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას. აი, ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ასევე, ამაყი ვარ იმით, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვიზალიბერალიზაცია და, ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც შეძლო, და ევროკომიამ, მისი მოქმედებების შედეგად, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაეწია რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოს წინაშე, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ ეს თქვენ არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუმცა, მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics