|
2023-11-13 13:03:56, 541 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება მოუწევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ღუდუშაურის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი, სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ის პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველა იმ დანაშაულზე, რაზეც მესამე პრეზიდენტია მსჯავრდებული". "სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, გარდა ერთისა. ეს დარჩენილი აქვს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და კანონების ფეხქვეშ გამთელავი, ისტორიაში ასეთად შევა ეს ადამიანი, მას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღება. ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე და თუ ზურაბიშვილის უნდა, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ტვირთად აწევს, თანამონაწილეობა იკისროს, ეს მისი არჩევანია. რა თქმა უნდა, ეს მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამჯერად მძიმე ფასად დაუჯდება",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი და ეძებდა გამოსავალს, რადგან რთულია, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)