|
2023-11-13 12:59:49, 625 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. "ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და სხვა. ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა",- ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)