11:23 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 18:03:47, 1200 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს

სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას.

„კითხვაზე, თუ რატომ არ ენდობიან სალომე ზურაბიშვილს, საგარეო პოლიტიკის წარმართოს, თავად გასცა დამაჯერებლად სრულყოფილი პასუხი, როდესაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა. სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც ქვეყნის პოზიცია უნდა გაჟღეროს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics