|
2023-11-10 19:05:29, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ავირჩიეთ
საქართველოში ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის „მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, ხოლო "ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ არის და ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ". „ჩვენ, ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, ვკარგავდით ტერიტორიებს, ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ არის და ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)