|
2023-11-08 19:12:55, 2726 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო - საქართველოში მეხუთე ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი იმყოფება
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. "თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბრის ძირითად თემას ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნობიან და სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომას გამართავენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)