|
2023-11-08 16:04:03, 828 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო „რუსულ ოცნებას“, ოლიგარქს
ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო „რუსულ ოცნებას“, ოლიგარქს. ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას!- ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ხაბეიშვილის თქმით, ევროპამ გადაწყვიტა, რომ საქართველო „ტერორისტი პუტინისა და რუსეთის ამარა“ არ მიატოვოს. „თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო „რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ - ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ. მინდა „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვება მივულოცო ქართველ ხალხს. მინდა, პირველი წარმატება, პირველი ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ მთავარი გამარჯვება „რუსულ ოცნებაზე“ და რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინას, მოლდოვას, რომელიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი არის ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში და ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)