13:18 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 11:51:37, 920 ნახვა

პოლიტიკა
POLITICO - ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კოლეგები დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესი განიხილონ, მათ შორის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი.

როგორც Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე შეთანხმდნენ, რომ რეკომენდაციას გასცემენ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაზე იმ პირობით, რომ აღნიშნული ქვეყნები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით შესაბამის რეფორმებს გაატარებენ. 

გარდა ამისა, Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისიის კაბინეტის ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ, დაიწყონ თუ არა გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.

ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ანგარიშში განიხილება, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics