13:18 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 09:56:42, 889 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, როდესაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ შეასრულა

მეორე დღეა, დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები. წესით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა ვხსნიდეთ, რუსები რომ არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის განცხადებით, ევროპული მომავლისთვის მსჯელობა, სავარაუდოდ, პოზიტიური სიგნალით სრულდება. 

"მეორე დღეა, დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები.

განიხილავდნენ, რომ საერთოდ არ გაეცათ არანაირი რეკომენდაცია - არც სტატუსის მინიჭებაზე და არც გადადებაზე, წევრი ქვეყნებისთვის მიენდოთ გადაწყვეტილება. ამის უფლებას კი, ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება არ აძლევს - ევროკომისიამ თუ ‘მომწვანო’ შუქი მაინც არ მისცა, წევრი ქვეყნები ვერ გასცემენ დადებით პასუხს.

ორი დღის მსჯელობა და ხელისუფლების გამოკლებით მთელი ქვეყნის თავდადება ევროპული მომავლისთვის, სავარაუდოდ, სრულდება პოზიტიური სიგნალით. იმედი მაქვს, რომ პირობითი ფორმით, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გაიცემა.

დაველოდოთ ევროკომისიის ანგარიშს, მე მას ევროპარლამენტში მოვისმენ, საქართველოს გულშემატკივრებთან ერთად.

წესით, მოლაპარაკებებს უნდა ვხსნიდეთ გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსები რომ არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში", - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ანგარიშში განიხილება, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics