14:15 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 18:36:57, 764 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ვოლსკის განცხადებაზე - ამას რომ კაცობა არ ჰქვია, ეს ყველას გვესმის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველას ესმის, რომ გია ვოლსკის განცხადებას "კაცობა არ ჰქვია".

"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "პოლიტიკოსთა ჯგუფი ადამიანის სიკვდილით გახარებულია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რაც არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics