|
2023-11-07 16:02:50, 742 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი კირბალზე - აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი
აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მართავენ "ოკუპანტის დამქაშები" და "მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ იქნება". "ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ - საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ. რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ტრაგედიები იქნას თავიდან აცილებული - ჯერ ერთი, უკან დაბრუნდეს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ დროს იდგა და ოკუპაციის ხაზზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, მეორე - გატარდეს იმ ჩრდილოვანი პოლიტიკის სქემების შეზღუდვა და მოკეტვა, რომელსაც მთელი ეს დრო საქართველოს გავლით რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და ბოლოს, ძალიან მძლავრად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ოკუპაციის თემებზე. ცალყბად და სანახევროდ, ეს საქმე არ გამოდის. ჩვენს დროს, 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსები არა მხოლოდ ვერ ახორციელებდნენ, არამედ ორ შემთხვევაში, უკან გადაწიეს ოკუპაციის ხაზი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს, როგორც ოკუპაციის ხაზებზე, ასევე ჩვენს ქალაქებში. ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია ამ ყველაფრის არდასაშვებად",- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)