|
2023-11-07 15:23:26, 643 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი კანდიდატის სტატუსზე - მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი და ეს მოლოდინი არ შეცვლილა
მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი და ეს მოლოდინი არ შეცვლილა. ერთი წლის წინ მეც და ჩემი კოლეგებიც იგივეს ვამბობდით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" ყოველი ვიზიტი ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „ეს ყველაფერი მომწიფდა მიუხედავად გავეშებული ბრძოლისა, რომელსაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ აწარმოებს ამ ქვეყანაში და ეს არახალია, ძველია. ჩვენი ციხე, სამწუხაროდ, ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. რამდენიმე ჩემი კოლეგის, ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსის გაფრთხილებაც მოვისმინე, რომ აი, ჩვენ 2008-ში ერთთვიანი მორატორიუმი გამოვაცხადეთ და ხელისუფლებას აღარ ვუპირისპირდებოდით. მეც იქ ვიყავი და მახსოვს, ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივა იყო მაშინ, მაგრამ იგივე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან ქალბატონმა სამადაშვილმა, ან „ლელომ“, ან ვინმემ? - არა. ყოველი მათი ვიზიტი ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს, რომ როგორმე სტატუსი არ მიგვეღო. იცით, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? - მათ ეშინიათ 2024 წლის არჩევნების და უნდა ეშინოდეთ. რომ ვერ შეგვაფერხეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და პირველ რიგში, ვერ შეაფერხეს ეს ქვეყანა, გადაწყვიტეს, რომ დარტყმა მიაყენონ ელექტრონული წესით ჩასატარებელ არჩევნებს. ნახეთ, რა უბედურება ტრიალებს მათ თავს, თურმე „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული და კანადური კომპანია იმიტომ შემოიყვანა საქართველოში, რომ ოპოზიციას გაუყალბოს არჩევნები. ანუ, ერთ შემთხვევაში, შეერთებული შტატები, იქაური ნოვაცია, იქაური საარჩევნო კულტურა მათთვის მისაღებია, როგორც კი ამ კულტურას აქ დავნერგავთ და ვიტყვით, რომ ეს არის მოქმედების წესი, არა კაცო, ეს პუტინმა დანერგა. ჩვენ მოგვაქვს საერთაშორისო სტანდარტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს თავპირის ლეწვა საქართველოში საუბნო საარჩევნო კომისიების ირგვლივ ღამის საათებში და არ იყოს სრული განუკითხაობა, ამიტომ გვინდა ეს დავასრულოთ. საქართველოს ახლა ჰაერივით სჭირდება ევროკავშირი. ფეთქებადსაშიშ რეგიონში, გაიხედეთ ჩრდილოეთით, სამხრეთით რა ხდება. აქედან 500 კილომეტრში უამრავი ადამიანი იხოცება, ჩრდილოეთში 500 კილომეტრში უამრავი ადამიანი იხოცება, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? 1988 წლიდან ქუჩაში ვდგავარ საქართველოს დროშით და ახლა ესენი (ოპოზიცია) მასწავლიან მე სამშობლოს სიყვარულს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ის ხალხი მასწავლის სამშობლოს სიყვარულს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენაზე ხმას აძლევდა. ზუსტად ის ხალხი დღეს გამოდის და ნოტაციას მიკითხავს, ზოგი გაექსპერტდა, ზოგიერთი სააკაშვილის მემორიალური ოთახის რიგში დგას მისი ბოტასების ხილვა უნდათ და ზოგიერთი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. მე არც ერთი ვარ, არც მეორე, არც მესამე და არც ვიქნები“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)