|
2023-11-07 14:18:17, 781 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს წარმომადგენელი - სუს-ის ვიდეოში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება
ვნახე სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება,- ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. გაეროს წარმომადგენელმა, პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა, აღნიშნა, რომ სუს-მა ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა. "ჩემს ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო შეკრება, რომელსაც განიხილებოდა მშვიდობიანი მეთოდებით საკუთარი უფლებების დაცვის საკითხები. სუს-მა ეს ვიდეო წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და კერძოდ ორგანიზაცია "კანვასი" მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლაა. ამის გამო, დაკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო საზოგადოების წევრები. მე თავად ვნახე სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. სემინარი იყო ღია ყველასთვის, ის მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, სუს-მა კი ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა",- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)