|
2023-11-07 14:05:28, 771 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებაზე“ - ბოლოს იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად გარდაცვლილს დააბრალებს
„ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთა, ჭკუა, რომ ჰქონდეს, მეორემ არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს. მანჯგალაძის თქმით, საბოლოოდ "ქართული ცონება" იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად მოკლულსაც დააბრალებს. „ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთა, ჭკუა, რომ ჰქონდეს, მეორემ არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ. თურმე, მარტო ოკუპანტის ბრალი კი არ ყოფილა, წინა ხელისუფლების ანუ საქართველოს ბრალიც ყოფილა ოკუპაცია და ბოლოს იქამდე მივა ეს, რომ თურმე, გარდაცვლილის ბრალიც აღმოჩნდება, რომ რუსებმა მოკლეს. არ გააგრძელოთ ეს ლოგიკა. ყველას ვურჩევ, რომ ასეთმა ტრაგედიებმა მაინც მოგვცეს იმ მასშტაბის ღირსება, რომ ასეთი დღეები და ტრაგედიები პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)