|
2023-11-03 22:12:40, 786 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოს ევროპული სივრცის გარეთ დარჩენა დაუცველობას, მარტო ყოფნას და იზოლაციას ნიშნავს
ჩვენ უნდა მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპული სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, მარტო ყოფნას და იზოლაციას. "ძალიან კარგად ვხედავთ და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას. ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, მე მგონი ამაში ყველანი დამეთანხმებით. იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, გლობალიზაციის დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყანა, მარტო ქვეყანა ძალიან ცოდოა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს პარტნიორები, მეგობრები, ოჯახი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელთანაც ვიზიარებთ მთავარს - კულტურულ ღირებულებებს, ფასეულებს, ყველაფერს, რაც ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს კულტურას, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილი და რაც წარსულიდან მოგვყვება. ეს ჩვენი სივრცეა და არ შეიძლება რომ ამ სივრცის გარეთ დავრჩეთ. ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს დღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)