|
2023-11-03 17:01:36, 865 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს საქართველოს "ბაობაბიზაცია". "რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილიცაა, რომელიც ხდება ჩემი ქვეყნის თავს... მოხდა საქართველოს "ბაობაბიზაცია" და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ ეს. ეს დროებითი უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება",- განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)