|
2023-11-03 14:24:39, 614 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მაგრამ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა დასავლელი პოლიტიკოსის შეფასებას სტატუსის საკითხზე ხალხისა და მთავრობის გამიჯვნასთან დაკავშირებით. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი მესიჯები სტატუსის თემაზე პოლიტიკური მოტივებით არის დატვირთული და მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა მეგობრობა უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი. „როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან იდგა ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პირდაპირ მტრობს ჩვენს სახელმწიფოს. მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველ ხალხს. მესმის მათ ჰყავთ პატრონები, აქვთ ინტერესები, რომელშიც საქართველო, რა თქმა უნდა, არ შედის. ისინი არც საქართველოს ეკუთვნიან, არც თავიანთ თავს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორც აგენტურას. ამიტომ, არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს და დაძაბულობა შემოიტანოს. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)