|
2023-11-01 18:40:44, 853 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს - გერჰარდ კარნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში - ქეთევან ციხელაშვილი. "ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ. ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)