|
2023-10-31 12:53:03, 598 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ქვეყანამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაფერი გააკეთა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. „საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული იყოს. პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება და მისასალმებელია ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც სტატუსთან დაკავშირებით ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსს საქართველო თავიდანვე იმსახურებდა, თუმცა ვიცით, რომ არასამართლიანად მოგვექცნენ და არ მოგვცეს სტატუსი. რაც შეეხება მომავალს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი. ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ რეფორმების განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს გრძელვადიანი სამუშაო გეგმაა. პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, კონკრეტული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ხელს „ყველანაირად უშლიან“. „შეიძლება ეს ყველაზე არ ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ამ რთულ გზაზე ვხედავთ, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, თუნდაც NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნულ პროცესს, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და როგორმე საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ“, - დასძინა კალაძემ.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)