|
2023-10-28 12:26:34, 1642 ნახვა
რეგიონი
გურიაში მეჩაიეებთან შეხვედრა გაიმართა
მეჩაიეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე, ქ. ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ჩაის წარმოებით დაინტერესებული პირები სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ დეტალებს, ენერგოდამზოგავ სამანქანო ტექნოლოგიებს და მეჩაიეობის დარგის ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ. „ჩაის სექტორის აღორძინება ჩვენი უწყების პრიორიტეტია. ქართული ჩაი განსხვავდება ხარისხობრივი მაჩვენებლებით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის შემუშავდა როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე ფერმერთა ხელშემწყობი პროგრამები. სახელმწიფო ფერმერების აქტიური ჩართულობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ ერთობლივად უნდა შევძლოთ დარგის განვითარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, ომარ კაჭარავამ. მეჩაიეებთან შეხვედრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის „საქართველოს ჩაი“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობას ჩაის კომპანიის წარმომადგენლები, ფერმერები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იღებდნენ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)