|
2023-10-18 15:18:20, 824 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე
მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. გოცირიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ბევრი შეცდომა მოსვლია", მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მართალია. "დღეს სალომე ზურაბიშვილმა ერთი კარგი რამ გითხრათ თქვენ, რომ ეს სამარცხვინო პროცესი მოაწყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და რუსეთმა. რაღაც არ იყო მძაფრი რეაგირება. რუსეთს როდესაც იტყვიან, იცით ხოლმე ხელოვნურად თავის გაბრაზება, რაღაც თვითგაბრაზების პროცესში ვერ ჩავარდით დღეს, რატომ იცით? მან არა თქვა მესამე, ვინაიდან, პოლიტიკიდან წასულია ის კაცი. სალომე ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა, ფაქტობრივად, ხელი ბიძინა ივანიშვილს, ის ხომ არ არის პოლიტიკაში, ის ხომ წავიდა, თურმე რუსეთისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილან დამნაშავეები. ბიძინა არსად არ არის, ჯანდაბას, დადგება დრო, იტყვის, სადღაც მემუარებში დაწერს 10 წლის შემდეგ, ახლა თუ ვერ ბედავს. როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე",- განაცხადა გოცირიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)