|
2023-10-18 14:54:52, 700 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - სიტყვაც ისეთი იყო, რომ უფრო მეტად, ალბათ, გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების მოტივაციაზე დაუსვა კითხვა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ პასუხი იქნება საგნობრივი, რადგან მისი დაკვირვებით, პრეზიდენტს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვით "გულის აჩუყების მიზანი ჰქონდა, ვიდრე დისკუსიისთვის რაიმეს შემატება". „ჩემი კითხვა იმავდროულად მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი მოტივაციასთან დაკავშირებით, თორემ იმპიჩმენტის საფუძვლებთან დაკავშირებით კითხვები არავის აღარ დარჩა. მოტივაცია კი მაინტერესებს ამ თვალსაზრისით, როდესაც პრეზიდენტის, თქვენი არჩევა მოხდა და ამ თანამდებობაზე როდესაც შეუდექით უფლებამოსილების განხორციელებას და ახლა განსხვავებულად თუ კითხულობთ თქვენი უფლებამოსილების და ფარგლების განმსაზღვრელ ნორმებს საქართველოს კონსტიტუციიდან, იქნება ეს 49-ე თუ 52-ე მუხლები, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კონტექსტი და თქვენი დამოკიდებულებები გავითვალისწინოთ. პირველი, როდესაც მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიუსელში ვიზიტები განხორციელდა, საინტერესოა, რომ თუ ლეგიტიმური და კანონიერი იყო ამ შემთხვევაში რატომ მოიქეცით იმისგან განსხვავებულად, როგორც თავდაპირველად დაიწყეთ მუშაობა და როდესაც ათანხმებდით ვიზიტებს საქართველოს მთავრობასთან და მოგვიანებით როდესაც შეიცვალა ეს სტრატეგია და მიდგომა, როდესაც სრულიად ახლებურად და განსხვავებულად ბიუჯეტის ხარჯით დაფინანსებაზე უარი თქვით, ან მოგვიანებით, როდესაც ლიეტუვაში ყოფნისას განაცხადეთ, რომ ფორმალურად არ ბრძანდებოდით უფლებამოსილი, რომ განგეხორციელებინათ ეს წარმომადგენლობა. ეს არის მნიშვნელოვანი: თქვენი მოტივაცია როგორი იყო თითოეული ასეთი განცხადების კეთების დროს",- მიმართა მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)