|
2023-10-18 14:49:17, 666 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტს - გვითხარით თქვენი პოზიცია, ბოლობოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა. „თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, რომ სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი შარშანო, ეს თქვით გადაცემაში. წელს რაც შეეხება, ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო. ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, აქამდეც მიხვედით და შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას და ლეგიტიმაციას მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს მოგვიწოდეთ, დაურეკეთო და ჩამოთვალეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და კითხეთ რა ვილაპარაკეთო. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით თუ შეიძლება, ეს არის ჩემი კითხვა - რას ელაპარაკებოდით? ვერსიებსაც გეტყვით, მაგალითად, შეიძლება ელაპარაკებოდით, რომ საქართველოში რაც ვთქვი, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს, ფორმალურად ასრულებენ და ა.შ. ეს იყო ტყუილი და ახლა მე თქვენ გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება - შეიძლება ამას ეუბნებოდით. გაგვიმხილეთ, არავინ იცის დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით და ბოლობოლო გვითხარით თქვენი დღევანდელი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს დღეს მაინც გაიგოს ხალხმა, რეალურად რას ფიქრობთ ამ საკითხზე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)