23:54 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:45:10, 715 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილს - „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია

ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტს, რომელმაც მმართველი გუნდის წევრებს უთხრა: "თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ - დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები".

„რას ეტყვითო თქვენს შვილებს, თქვენს რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ - მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს და მინდა, ეს პირადად თქვენ კარგად იცოდეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics