|
2023-10-17 16:52:40, 680 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევაზე - ენმ-სთვის მოწმენდილ ცაზე მეხი იყო
დაგეთანხმებით კითხვაში გახმოვანებულ პათოსზე - მოწმენდილ ცაზე მეხი იყო, ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“, ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება "მანევრებით უწევს". „ანუ, ჩვენ მთელი მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და მანევრები უნდა ვატაროთ იმისთვის, რომ ბოლოს მივიდეთ იქამდე, რომ შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტი, რაშიც პირდაპირ, დეკლარირებულად ხელს გვიშლის „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია. არც ერთს - პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიას არ განუცხადებია, რომ მხარს დაუჭერს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტის შესრულებას, ამიტომ ჩვენ მათგან დამოუკიდებლად მოვახერხეთ. როგორი საბოტაჟი და ბულინგი იყო წინა შემთხვევაში საკუთარი თანაგუნდელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამოდენიმე ადამიანმა მაშინ მხარი დაუჭირა ევრორეკომენდაციის შესრულებას და კონკრეტულ ადამიანებს მისცეს ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად. ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი და დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ“,- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)