|
2023-10-17 16:17:06, 598 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც
ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "პრეზიდენტი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის საფუძველი, რადგან იცის, რომ ენმ-ი მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მმართველი პარტია მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც". „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თქვა პირდაპირ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ეს არის უზრდელობა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან, არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის საფუძველი, იმიტომ, რომ ერთი - იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, და მეორე - „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)