|
2023-10-17 14:36:11, 643 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ენმ-ის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც სამარცხვინო ქმედებაა
რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა მან გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთხრა, უფრო ძლიერი სურათისთვის მე მარტო დავრჩები აქ და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარწინკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით "არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია". „სალომე ზურაბიშვილი დავიდა „ნაცმოძრაობამდე“. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ, სამარცხვინო ქმედებაა. მოვუწოდებ მას, თავს ნუ ისაწყლებს მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარებით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად არის თითქმის ნულის ტოლი, მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს. ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება? გამოდის, რომ ან ატყუებდნენ 2 მილიონ ამომრჩეველს თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია და „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს ეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)