|
2023-10-17 14:04:42, 637 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში როგორც თანამომხსენებელმა, მიიღოს მონაწილეობა
როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე დეტალურად ისაუბრა. „დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ. რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსია. კერძოდ, მომხსენებელი, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს. როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არის საჭირო",- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)