|
2023-10-17 13:21:37, 753 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - ე.წ. კოჭლი იხვები თქვენ ხართ
თქვენ ხართ ე.წ. კოჭლი იხვები,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მანჯგალაძე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა და "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის "მთავარი შეცდომა" უწოდა. "იქამდე მივიდა "ქართული ოცნება", რომ უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, თავად ირაკლი კობახიძე იყო გამოკრული. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ, ჩვენ ვუჭერთ მხარს ინსტიტუციას. ჩვენ არ გვინდა, რომ პრეზიდენტს და ინსტიტუტს ექცეოდნენ ისე, როგორც თქვენ ექცევით, რომ ჯიბის უნდა იყოს ყველაფერი... კარგი არ არის, მაგრამ შეურაცხმყოფელიც არ არის ე.წ. კოჭლი იხვი - დამკვიდრებული ტერმინია დასავლეთში, მაგრამ თუ ვინმე არის ამ სტანდარტით ე.წ. კოჭლი იხვი, არის "ქართული ოცნება". ე.წ. კოჭლი იხვი ნიშნავს ხელისუფლების დაისში მყოფ თანამდებობის პირს, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის. ესენი ხართ თქვენ... ბიძინა ივანიშვილს ბრძენ კაცს ეძახით - ღარიბაშვილის შემთხვევაში შეცდაო, კვირიკაშვილის შემთხვევაში შეცდაო, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში შეცდაო, მარგველაშვილის შემთხვევაში შეცდაო - ე.ი. რას ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდება და ამას უკრავთ თქვენ ტაშს?! თქვენ ხართ მთავარი შეცდომა ბიძინა ივანიშვილის და თქვენ ხართ ე.წ. კოჭლი იხვები და რაც შეიძლება მალე ჩამოგაშორებთ პოლიტიკურ მომავალს",- მიმართა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს - მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი "ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად - დარჩება ე.წ. კოჭლ იხვად". დღეს, 17 ოქტომბერს ამავე საკითხზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე საუბრისას "იუზრდელა".
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)