|
2023-10-16 20:34:51, 773 ნახვა
პოლიტიკა
ტურავა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე - ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს
ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტურავას თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სამართლებრივად". "გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ან ემოციურად იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება დატვირთული, ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექვსი სამის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად დემოკრატიული და ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული თავიანთი აზრის გამოხატვაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე. ეს გადაწყვეტილება სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებულია. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს. ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს - მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არა", - განაცხადა ტურავამ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)