01:52 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 12:00:57, 740 ნახვა

პოლიტიკა
ტურავა - ზეწოლა არ ყოფილა - ზეწოლის გარეშეც ვიცით, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

არანაირი ზეწოლა არ ყოფილა - არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.

როგორც ტურავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნას მოსამართლეები ხელს დღეს, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ, დაახლოებით, ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო ამის შემდეგ გამოცხადდება",- ამბობს ტურავა.

შეგახსენებთ, სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. სხდომები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics