07:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 14:17:21, 1002 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა

საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვამ პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია.

"ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და "სამხრეთ ოსეთზე" თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა.

უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია",- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics