|
2023-10-06 22:18:24, 765 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე „ოცნებაზე“ - კრემლის სტილის პოლიტიკას უფრო მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის პრინციპებს
საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ფორმულასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. "არ ვიცი, რა ტიპის დებატები მიმდინარეობს კომისიაში. ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ განცხადებებს ოფიციალური პირებისგან. მე ვიცი, რა აზრი გამაჩნია. ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დემოკრატიის თემას. საქართველოს მთავრობამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს. [საქართველოს მთავრობა] თავს ისე აჩვენებს, თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი კითხვა იბადება. ჩვენ ვნახავთ, მომავალში რა მოხდება, მაგრამ გზავნილები, ახლა რაც მოდის საქართველოდან, მაგალითად, რაღაც უსარგებლო და უცნაური იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ასევე, ახალი ინფორმაცია ანტი-დემოკრატიულ კანონებზე, რომელიც დაწევს დემოკრატიის დონეს, გამოხატვის უფლება შეუზღუდავს ადამიანებს, საკუთარი აზრი გამოთქვას და ა.შ. ქართული ოცნება მეგობრობს ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ორბანი უნგრეთიდან. უნგრეთი არ გახლავთ საუკეთესო მაგალითი დემოკრატიის და ალბათ, ფიქრობს ოცნება, რომ მიაღწევს რაიმეს, არ გამოვიყენებ ძალიან ძლიერ ტერმინს, შანტაჟს", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)