|
2023-10-06 21:44:35, 791 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მაქსიმუმი გავაკეთეთ, მიზანი იყო, იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა გვეჩვენებინა
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. "ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია და რასთან მივყავართ. მეორე, რეალური მიზეზი, რას ემსახურება ეს იმპიჩმენტი და მესამე, სრული არარსებობა მტკიცებულებებისა ამ საქმეში, ეს იყო ჩვენი ამოცანა და მგონი, ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მგონი სრულიად ცხადია ერთიც, მეორეც და მესამეც", - განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას. ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)