|
2023-10-06 15:39:22, 759 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ვაშაძეს - პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით
პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წლების წინ პრემიერ-მინისტრს სესხების განულების გამო აკრიტიკებდნენ - "ახლა კი, სესხების განულება კეთილშობილი საქმეა". „ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ეს ზრდა პენსიონერებს მივცეთ და დანარჩენი მიმართულებები, იქნება ეს სოციალური, ჯანდაცვის, ხელფასების ზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მედიკამენტები ბავშვებისთვის - ყველაფერი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და პენსიონერებს გავუნულოთ სესხებიო. თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე და ბატონი პაატა მანჯგალაძე და დანარჩენები, რომლებიც წლების წინ, „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და ეს არ შეიძლება. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც უჩიოდით პრემიერ-მინისტრს და ახლა როცა გჭირდებათ, თურმე, სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე. ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია, მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს, მათაც ეკუთვნის. ამ ჯანდაცვით, რომელსაც ფულს ვუზრდით, სარგებლობენ პენსიონერებიც, ამ სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობენ პენსიონერებიც, იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ. თქვენ, მგონი, ისიც კი არ იცით რამდენია მარტოხელა პენსიონერი ქვეყანაში იმიტომ, რომ პენსიონერების დიდ ნაწილს ჰყავს ოჯახის წევრები და იმ ოჯახის წევრებს რომ სახელმწიფო ახალ სამუშაო ადგილებს უქმნის, ხელფასს უზრდის, უკეთეს ჯანდაცვას სთავაზობს, უკეთეს სკოლას და ინფრასტრუქტურას სთავაზობს, ეს იმ პენსიონერებსაც ეხებათ, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების წევრებია. პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა თქვენ ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ. თქვენ ხართ ის პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდით, რომ ონკოლოგიაში დახარჯული დაფინანსება არის „შავ ხვრელში" ჩაყრილი ფული. ამას ეთერში ამბობდით. თქვენ არ გესმით ადამიანის სიცოცხლის ერთი დღე რამდენად ძვირფასია. არ გესმით და შესაბამისად, ბიუჯეტს როგორ გადაანაწილებთ სწორად. სტიქიით დაზარალებულებს, სკოლებს, სასწრაფო დახმარებას არ მივცეთო და რადგან მე მჭირდება არჩევნებისთვის, ვალები გავუნულოთ პენსიონერებსო - ეს არის თქვენი პროგრამა, ამ პროგრამით გახვალთ არჩევნებზე და მიიღებთ ისევ იმ შედეგს რაც მიიღეთ წინა არჩევნებში",- მიმართა თალაკვაძემ ვაშაძეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)