04:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 14:50:04, 677 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 11 წლის განმავლობაში მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ

11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებაა“ პირველი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ომი არ ყოფილა.  

„გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი“ პოლიტიკით მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციამდე და ათას უბედურებამდე. 400 კაცზე მეტი დაიღუპა, 30 ათასი დევნილი და ა.შ. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის მანძილზე მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება. კეთილი ინებონ და გვაცადონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics