|
2023-10-06 13:42:34, 691 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კარვების გაშლა არ იკრძალება - პოლიცია შეაფასებს, როდის უნდა გაიშალოს და როდის არა
მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონით პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. "მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ. ყველა თვალსაზრისით, ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ, 5 ოქტომბერს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)