|
2023-10-06 13:11:19, 650 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ჩარკვიანს - დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ
ქალბატონო თამარ, სხვათაშორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ,- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მდინარაძის კომენტარი, თაკო ჩარკვიანის ფრაზას მოჰყვა, როდესაც მან დარბაზში მყოფებს ზრდილობისკენ მოუწოდა. "ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, თუ შეიძლება. ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. ადამიანი რომ გაიცინებს და უკვე ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ზრდილობაზე მითითებისგან ცოტა თავი შეიკავეთ. ეს არის თქვენი პოპულიზმი ახლა და ჩვენ, რომ რაღაცაზე გაგვეცინება ამაზე კივილ-წივილს ნუ ატეხავთ",- განაცხადა მდინარაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)