|
2023-10-05 18:54:12, 666 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე ოპოზიციას - წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს
რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით - ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ-დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით კიდევ ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება. „რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია - თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგ პრობლემაა იმ ვეტოს დაძლევა, წინასწარვე გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)