|
2023-10-05 15:44:44, 721 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჩუგოშვილს - პრეზიდენტი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ
სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს, თამარ ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. კობახიძემ ჩუგოშვილს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის გზავნილი გააჟღერა, უთხრა: „რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია". შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი გააჟღერა და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)