|
2023-10-05 15:05:50, 637 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - აშშ-სთვის სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები ფარცხალაძის საქმეზე
შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. „თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც. შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - განაცხადა კალაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)