|
2023-10-05 14:57:18, 686 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სტატუსზე - მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარებაც ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ
მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპელ კოლეგებთან საუბრისას მას "ძლიერი არგუმენტები აქვს, რომლის გაზიარებაც მოუწევთ". „მე, რაც უფრო ვესაუბრები ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ვუხსნი და მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მე ვფიქრობ, მოუწევთ. მე მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინახედულობა და მე ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო, უნდა ითქვას, რომ ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ევროპელ კოლეგებს ჩვენ ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის თაობაზე, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს, ყველა მიმართულებით, ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია- ჰერცოგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან და მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)