12:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 13:03:08, 679 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია პაპუაშვილს - რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა?

ბატონო შალვა, დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კორძაიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე წარსულში, GIZ-ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე და უფლებებთან დაკავშირებით წიგნებსაც კი გამოსცემდა.

„ბატონო შალვა, დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ-ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?"- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს. ბრძანების თანახმად, ცვლილება „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics