|
2023-10-05 12:02:14, 1848 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება
ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა. ე.წ. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებულ "შეთანხმებას" ხელი უკვე მოეწერა. "ჩვენი დღესასწაულის დღეს, ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი - სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება",- თქვა ბჟანიამ. მისივე განცხადებით, "შეთანხმება" მიზნად როგორც რუსეთის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას ისახავს. "ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას. ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება, რადგან ის უზრუნველყოფს როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის ფუნდამენტურ ინტერესებს. უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ასევე არის რაღაცეები, რაზეც ვერ ვისაუბრებ",- ამბობს ბჟანია. ე.წ. პრეზიდენტის თქმით, "რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი".
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)